არჩილ აბაშიძე

არჩილ აბაშიძე

3/5 ჩოლოყაშვილის გამზირი, ოთახი E 234

არჩილ აბაშიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხური სპეციალობით პოლიტიკის მეცნიერება, ხოლო 2000 წელს მიიღო მაგისტრის წოდება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სპეციალობით საჯარო ადმინისტრირება. ასევე, არის შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრი (2004). აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 10-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას.