ირინა ლობჟანიძე

ირინა ლობჟანიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E320 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162, საქართველო

2013 წლიდან ირინა ლობჟანიძეს უკავია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობა და ასწავლის ქართველოლოგიისა და გამოყენებითი ენათმეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. 2013 წელს დაიცვა დისერტაცია ენათმეცნიერებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა იდიომების სტრუქტურასა და სემანტიკას ქართულში და მათი „გაყინვის“ დონეს. 2010-2013 წლებში იყო  სამეცნიერო ჟურნალ „კადმოსის“ სამეცნიერო მდივანი და უზრუნველყო ჟურნალის EBSCO-ს სამეცნიერო ბაზაში შეტანა. მისი 10-წლიანი კვლევითი გამოცდილება მოიცავს ბუნებრივი ენის დამუშავებას, განსაკუთრებით, თანამედროვე ქართული ენის კომპიუტერულ მოდელირებას სასრული პოზიციის ავტომატების გამოყენებით (xfst, lexc), თანამედროვე ქართული ენის კორპუსის შექმნასა და იდიომური გამოთქმების ონლაინლექსიკონის შედგენას.