ირინე დემეტრაძე

ირინე დემეტრაძე

დოქტორმა ირინე დემეტრაძე-რენცმა 2014 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი არქეოლოგიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  მისი კვლევის სფერო ინტერდისციპლინურია და მოიცავს ლანდშაფტის კვლევებს, ნამოსახლართა მოდელების შესწავლას, რომაული პერიოდის არქეოლოგიასა და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების გამოყენებას არქეოლოგიაში. ამჟამად მის განსაკუთრებულ ინტერესს რომის აღმოსავლეთი იმპერია და კავკასია წარმოადგენს. ეს თემები ირინე დემეტრაძე-რენცის სალექციო კურსებს შეადგენს. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლიდან ასწავლის.

დოქტორ ირინე დემეტრაძე-რენცის საველე არქეოლოგიური გამოცდილება 1987 წლიდან იწყება. მას შემდეგ მან მრავალ ქართულ და საერთაშორისო არქეოლოგიურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

ირინე დემეტრაძე-რენცი 2011-13 წლებში მიწვეული მკვლევარი იყო ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში ფაკულტეტის განვითარების პროგრამით. 2015-2016 წლებში კი ვილიამ ფულბრაითის სტიპენდიით იმყოფებოდა ბერკლის უნივერსიტეტის კლასიკის ფაკულტეტზე მიწვეულ მკვლევრად. 2017-2018 წლებში იგი იყო აკადემიური ვიზიტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის სენ ენთონის კოლეჯის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში, სადაც შოთა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მუშაობდა პროექტზე „სოციალური და რელიგიური სტრუქტურები რომაული პერიოდის იბერიაში”.

2011-16 წლებში იყო ამერიკის არქეოლოგიური საზოგადოებისა და ინსტიტუტის წევრი.

დოქტორი ირინე დემეტრაძე-რენცი რამდენიმე სტატიის ავტორია მილსადენის არქეოლოგიაზე, ბერძნულ იმპორტსა და რომაული პერიოდის ნამოსახლართა სისტემებზე კავკასიის იბერიაში.