მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულებით





მაია წერეთელი დაიბადა 1967წელს ქალაქ თბილისში, 1985 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა, 1986-91 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1990 წელს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ქ.ინსბრუკის(ავსტრია)პოლიტიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში.
1991-94 წლებში სწავლობდა მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში იურიდიული ფსიქოლოგიის სპეციალობით, ხოლო 2001 წელს დაამთავრა დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულებით, იქვე 2003 წელს დაიცვა დისერტაცია. 1995 -2006 წლამდე სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრაზე იკავებდა უფროსი მასწავლებლის, შემდგომ დოცენტის თანამდებობებს.
2007 წლიდან 2012 წლამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2012 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ყავს მეუღლე და ერთი შვილი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

განთარების ფსიქოლოგია, იდენტობის ფორმირება;
კვლევითი ინტერესები: მოზართა პიროვნული მახასიათებლების კვლევა, სტრესის დაძლევის სტრატეგიები, იდენტობის ფორმირების გზები, აგრესიული ქცევა.

 რჩეული პუბლიკაციები
1. Changes in Coping Strategies of Georgian Adolescents
in Post-war Period, (with N.Imedadze, M.Japaridze). In book “12th Biennial Conference of the European Association for Research on Adolescence”, pp. 123-128. Medimond, 2012

წიგნები
მომავალ პედაგოგთა ფსიქოლოგიური ბარიერების კვლევა და მათი დაძლევის ტრენინგი. თბილისი, 2002

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო კურსები:
1.შესავალი ფსიქოლოგიაში (გაზაფხულის და შემმოდგომის სემესტრი)
2.განვითარების ფსიქოლოგია (გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრი)
სამაგისტრო კურსები:
1. იდენტობის ფორმირების ფსიქოსოციალური დეტერმინანტები(შემოდგომის სემესტრი)
2. განვითარების ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები (შემოდგომის სემესტრი)