მარინე ჯაში

მარინე ჯაში

599 55 21 95
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის გამზ.32, თბილისი 0179

მარინე ჯაშმა 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1972-1988 წლებში  მუშაობდა  რომანულ-გერმანიკული ფილოლოგიის კათედრის უფროს ლაბორანტად, 1988-1995 წლებში – გერმანული ენის მასწავლებლად სინქრონული თარგმნის უმაღლეს კურსებზე ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში. 1995-2007 წლებში იყო გერმანული ენის კათედრის დოცენტი, 2007-2012 წლებში – გერმანისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2012 წლიდან.