ნინო ცერცვაძე

ნინო ცერცვაძე

599 54 22 89, 2 32 34 21
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 404, A 103, A 203 და D 203 ოთახები, ილია ჭავჭავაძის 34, თბილისი, 0162

ნინო ცერცვაძემ 1983 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული და იტალიური ენების მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1983-1994 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ორწლიან კურსებზე იტალიური ენის მასწავლებლად. 1994- 2000 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და თარგმანის კათედრაზე იტალიური ენის მასწავლებლად, ხოლო 1998-1999 წლებში – ასპირანტურის განყოფილების მკვლევარ-მაძიებლად. 2000-2006 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის იტალიური ფილოლოგიის კათედრაზე უფროსი მასწავლებელი. 2003-2004 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენის უფროს მასწავლებლად და 2004-2006 წლებში ასრულებდა ამავე უნივერსიტეტის იტალიური ენის კათედრის გამგის მოვალეობას. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რომანული ენების მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2006 წლიდან. 2006 -2015 წლებში მუშაობდა რომანისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორად. 2015 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ამასთან, არის „დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტი (2006 წლიდან), PLIDA-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო ცენტრის ხელმძღვანელი (2007 წლიდან). ADA-ს საატესტატო ცენტრის ხელმძღვანელი (2016 წლიდან). 2014 წელს მიენიჭა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მუდმივი წევრის საპატიო წოდება. ავტორია 12 სამეცნიერო შრომისა.