თამარ ჭანუყვაძე

თამარ ჭანუყვაძე

599 310 300
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 201, D 204, D 206 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162, საქართველო

თამარ ჭანუყვაძე დაბადებულია ქალაქ თბილისში. წარჩინებით აქვს დამთავრებული ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი და მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო-ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე „ფრაზეოლოგიურ ერთეულთა სტილისტური გამოყენება მოგზაურთა ჩანაწერების მიხედვით“  იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახდენს ინგლისური ენის სწავლების კოორდინირებას ანგლისტიკის მიმართულების სხვადასხვა დონეზე და უზრუნველყოფს მას საგამოცდო მასალებით, ტესტებითა და რიდერებით. არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომების: სტატიების, სამაგისტრო ნაშრომების წიგნების რეცენზენტი.