ნინო მახაშვილი

enka

ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის მიმართულებით (2017 წლიდან)

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი (2011 წლიდან)

დეტალები

ავტორი:

შესახებ

ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ფსიქიატრის დიპლომით; მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება ილიას სახ. უნივერსიტეტიდან. ის წლების მანძილზე ინტენსიურად იყო ჩართული სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში და, კლინიკური პრაქტიკის გარდა, მუშაობდა ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორებიცაა: დევნილები და ლტოლვილები, პატიმრები, ასევე მუშაობდა  წამებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე. ბოლო ათწლეულში ნინო ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ გუნდთან ერთად ცდილობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის ხელშეწყობას – პოლიტიკის, პროგრამების, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, შესაბამის მტკიცებულებათა მოპოვებისა და საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების განვითარების გზით.

ნინო ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრს, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორი ამავე უნივერსიტეტში; 2017 წლიდან იგი შეუერთდა ბიზნესსკოლის სადოქტორო პროგრამას თემზე დაფუძნებული მონაწილეობითი კვლევის (community-based participatory research) კურსით.

ნინო  წლების განმავლობაში იყო ჟურნალ “European Journal on Psychotraumatology”-ის სარედაქციო საბჭოს წევრი (2010-2016); ტრავმული სტრესის შემსწავლელი ევროპის საზოგადოების (European Socioaty of Traumatic Stress) გამგეობის წევრი (2009-2013);  იგი არის ჯანმრთელობისა და უფლებების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის  წევრი. მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  და ევროპის საბჭოს/პომპიდუს ჯგუფი იწვევს ხოლმე,  როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტს. ნინო ხელმძღვანელობს სუპერვიზიისა და კონსულტირების საქართველოს საზოგადოებას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) პოლიტიკა და სისტემები; ფსიქიკური აშლილობების ეპიდემიოლოგია; ადამიანის უფლებებით ინფორმირებული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფჯ დაცვა;  ჯანდაცვის სისტემების კვლევა; ჯანდაცვის სამსახურების ხარისხი, ინოვაციური პროგრამების შეფასება; ასევე თემები, როგორებიცაა: დეინსტიტუციონალიზაცია, სათემო სერვისები, ფსიქოსოციალური დახმარების სტრუქტურა (post-emergency psychosocial care), საჯარო რეფორმები პენიტენციარულ და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

About

Research interests