ალექსანდრე ნერსესიანი

enka

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

ალექსანდრე ნერსესიანმა 1966 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით თეორიული და მათემატიკური ფიზიკა. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მაგნიტურმინარევებიანი მეტალების თეორიის ზოგიერთი საკითხი“, ხოლო 1985 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ერთგანზომილებიანი ფერმი-სისტემების მაგნიტურ თვისებათა თეორია: ზუსტი შედეგები“. 1968 წლიდან მუშაობს თბილისის ფიზიკის ინსტიტუტში. 1992 წლიდან მუშაობს მოწვეულ პროფესორად და ასოცირებულ წევრად ევროპის წამყვან საერთაშორისო ცენტრებში: Chalmers University of Tehnology, Goteborg, Sweden (1992-1994);University of Oxford, UK (1995-1996); University of Bonn, Germany (1997-1998);  The Abdus Salam International Centre for Theoretical Physics, Trieste, Italy (1998-2016). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2010 წლიდან; ამავე უნივერსიტეტის პროფესორია 2014 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ძლიერად კორელირებული მრავალნაწილაკოვანი სისტემები. კვანტური მაგნეტიზმის პრობლემები;
  • არაპერტურბაციული მიდგომები ერთგანზომილებიან კვანტურ ფიზიკაში: კონფორმული ველის თეორია, ბოზონოიზაციის მეთოდი, ინტეგრირებადი მოდელები;
  • კვანტური კრიტიკული მოვლენები და წილადი აგზნებები ფრუსტრირებულ დაბალგანზომილებიან სისტემებში;
  • დირაკის ტიპის სპექტრის მქონე ორგანზომილებიანი ელექტრონული სისტემები: ეგზოტიკური ფაზები და მოუწესრიგებლობის ეფექტები;
  • ტოპოლოგიური აგზნებები დაბალგანზომილებიან ელექტრონულ და სპინურ სისტემებში. ტოპოლოგიურ იზოლატორებსა და ზეგამტარებში მაიორანა ფერმიონების სასაზღვრო ნულოვანი მოდები.

About

Research interests