ავთანდილ ოქროსცვარიძე

enka

შესახებ

ავთანდილ ოქროსცვარიძემ 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1985 წელს კი ასპირანტურა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კამბრიუმადელი გეოლოგიის ინსტიტუტში (პეტერბურგი). 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აფხაზეთის პალეოზური გრანიტოიდების და მიგმატიტების პეტროლოგია“, 1995 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კავკასიონის ჰერცინული გრანიტოიდული სერიების პეტროლოგია“. 1996-1999 წლებში მონაწილეობდა დალჰაუზის უნივერსიტეტის (კანადა) პროექტში მანტიურ-ქერქული ურთიერთქმედებები და გრანიტოიდული მაგმატიზმი. 1997 წელს საქართველოს გეოლოგიური დეპარტამენტის პირველაღმომჩენთა კომისიის მიერ მიენიჭა ჰოკრილას ოქრო-ანთიმონიტის გამადნების პირველაღმომჩენის სტატუსი (პ.კ.02). 2005-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგირი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 2008 წელს მონოგრაფიისთვის – „კავკასიონის ჰერცინული გრანიტოიდული მაგმატიზმი“ – მიენიჭა ალ. ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო პრემია. 2009 წელს მის მიერ, თანამონაწილეებთან ერთად, გამოყოფილი იქნა ჰოკრილას მადნიანი ველი (ზემო სვანეთი). 2008-20010 წლებში იყო NATO-ს პროექტის – „კასპიის ნავთობ-გაზსადენების ბუნებრივი საშიშროებანი და დაცვითი ღონისძიებანი საქართველოს მონაკვეთზე“ – კორდინატორი. 2010-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ალაზანგაღმა კახეთის ოქროს პოტენციალის შეფასება“ ხელმძღვანელი. ამ პროექტის შესრულებისპროცესში მის მიერ თანამონაწილეეთან ერთად კახეთის კავკასიონზე აღმოჩენილი იქნა თორიუმის მნიშვნელოვანი გამადნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2010 წლიდან. ამჟამად მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, მათ შორის INESCO-ს IGCP №610 პროექტში – „გარემოს ცვლილება და ადამიანის რეაქციები მეოთხეულში“, რომლის პირველი პლენარული სესია, მისი ორგანიზატორობით, გაიმართა 2013 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტერში.

მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 3 საკანდიდიდატო დისერტაცია.

გამოქვეყნებული აქვს ასოთხმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ოროგენული მაგმური სისტემების პეტროლოგია;
  • მანტიურ-ქერქულ ურთიერთქმედება, გრანიტოიდული მდნარების გენერაცია და კონტინენტუქი ქერქის ევოლუციის პროცესები;
  • მეტალოგენეზისის პროცესები კოლიზიურ ოროგენულ სისტემებში;
  • გეოლოგიური გარემოს გარემოს გავლენა ადამიანის ჯამრთელობაზე;
  • ბუნებრივი ძეგლების დაცვისა და გეოპარკების დაფუძვნების საკითები.

About

Research interests