ბიძინა კაპანაძე

enka

ასტრონომია–ასტროფიზიკა, ასისტენტ–პროფესორი, ასტროფიზიკის დოქტორი

ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი

დეტალები

შესახებ

ბიძინა კაპანაძემ 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით. 2010  წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”რენტგენული ბლაზარების ოპტიკური ფოტომეტრია”.  2011–2013 წლებში სხვადასხვა საგრანტო პროექტის ფარგლებში კვლევით საქმიანობას ეწეოდა იტალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსური ფიზიკის ინსტიტუტის პალერმოს ფილიალში, 2015 წელს კი – მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტში.  გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; კვლევის ძირითადი მიმართულებაა გალაქტიკათა აქტიური გულები.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკა–მათემატიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე) მუშაობს 2008 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

გარეგალაქტიკური ასტრონომია;  გალაქტიკათა აქტიური გულები; შავი ხვრელების ფიზიკა; რელატივისტური დინებები; მაღალი ენერგიების ასტრონომია

About

Research interests