დარეჯან ჯაფარიძე

enka

ასოცირებული პროფესორი, ასტრონომიის მიმართულება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  

კონსულტანტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დეტალები

შესახებ

დარეჯან ჯაფარიძემ 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი და მას მერე დღემდე მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის დიფერენციალური ბრუნვის გამოკვლევა წყალბადის ბოჭკოების სიჩქარეთა ანალიზის საფუძველზე“ და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2010-2014 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2015 წლიდან კი ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და მზის სრული დაბნელების დასაკვირვებელი ექსპედიციებში, ასევე – საერთაშორისო გრანტებითა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • მზის დიფერენციალური ბრუნვა;
  • მზის ბოჭკოები;
  • მზის კორონული ხვრელები;
  • მზის მაგნიტური ველი;
  • მზის აქტივობა;
  • მზე-დედამიწის კავშირები.

About

Research interests

  • მზის დიფერენციალური ბრუნვა;
  • მზის ბოჭკოები;
  • მზის კორონული ხვრელები;
  • მზის მაგნიტური ველი;
  • მზის აქტივობა;
  • მზე-დედამიწის კავშირები.