დავით მაისურაძე

enka

დეტალები

შესახებ

დავით მაისურაძემ 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2009 წელს მიენიჭა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Master of Laws). 2010 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2015 წელს – ამავე უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი.

დავით მაისურაძეს აქვს სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი და მენეჯერად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. 2010 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი. 2014 წლიდან არის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პროექტის კოორდინატორი და საპარლამენტო მდივანი.

დავით მაისურაძეს აქვს აკადემიური საქმიანობის 7-წლიანი გამოცდილება. ამჟამად ლექციებს კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია 2015 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

საკორპორაციო სამართალი; კორპორაციული მართვა; საწარმოთა რეორგანიზაცია

About

Research interests