დავით მიქელაძე

enka

სრული პროფესორი ბიოქიმიის მიმართულებით, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

1971 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოქიმიის სპეციალობით, 1974 წელს – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით „ადამიანის და ცხოველთა ბიოქიმია“. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1987 წელს – სადოქტორო დისერტაცია ბიოქიმიის სპეციალობით. 1974 წლიდან მუშაობს ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, ჯერ – მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1983 წლიდან –განყოფილების ხელმძღვანელად. 2006 წლიდან 2008 წლამდე იყო ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 2008 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ბიოქიმიის დარგით. კვლევის ძირითადი სფერო – ნერვული და იმუნური სისტემის მეტაბოლიზმი, ბიოენერგეტიკა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოქმედების მექანიზმები, ნეირო- და იმუნოპათოლოგიების მოლეკულური საფუძვლები. კვლევას აწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ნეიროქიმია
  • იმუნური უჯრედების აქტივობის რეგულაცია
  • უჯრედშიდა სასიგნალო სისტემები
  • მიტოქონდრიული მეტაბოლიზმი
  • ნეიროპროტექცია და ციტოტოქსიკურობა
  • ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოქმედების მექანიზმი
  • მიტოქონდრიული დისფუნქციები
  • ნეიროდეგენარაციული დაავადებები
  • იმუნური დარღვევები
  • სიმსივნური უჯრედების ბიოენერგეტიკა

About

Research interests