დავით თარხნიშვილი

enka

შესახებ

დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წელს სვერდლოვსკის (ამჟამად ეკატერინბურგი) ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში თემაზე – ”ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია”.  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი; 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა და ევოლუცია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2015 წლიდან არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ევოლუციური ბიოლოგია
  • სახეობათა წარმოშობა
  • პოპულაციური ეკოლოგია და გენეტიკა
  • ეკოლოგიური მოდელირება
  • ბიოგეოგრაფია
  • თანამედროვე ადამიანის გავრცელების წარსული
  • კავკასიის რეგიონი
  • ამფიბიები და ქვეწარმავლები
  • ორგანიზმები სხვადასხვა ტაქსონომიური ჯგუფიდან – მცენარეებით დაწყებული და ადამიანით დამთავრებული.

About

Research interests