დიმიტრი ჯაფარიძე

enka

პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ,ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი

დეტალები

კატეგორია:

ავტორი:

შესახებ

დიმიტრი ჯაფარიძემ 1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობთ. სწავლის პერიოდში დაკავებული იყო სპორტით, არის პირველი თანრიგის მფლობელი ცურვასა და კალათბურთში, საქართველოს ორგზის და საბჭოთა კავშირის საკლუბო გათამაშების ჩემპიონი კალათბურთში. 1991-1992 წლებში სწავლობდა შვეიცარიაში, ნეშატელის უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე, გაიარა სასწავლო პრაქტიკა შვეიცარიის ტურიზმის უმაღლეს სკოლაში. 1999-2003 წლებში სწავლობდა ციურიხის რ. კენედის სახელობის კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.
გაიარა ტრეინინგები ევროპისა და აშშ-ის 20-მდე უმაღლეს სასწავლებელსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ბიზნესის, საბანკო, საფინანსო და საერთაშორისო სავაჭრო პროგრამების განხრით. მონაწილეობდა ევროკავშირის არაერთ საგანმანათლებლო პროექტში. 2013 წელს მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია, 2015 წელს კი – კარნეგის ფონდის სტიპენდია. მიწვეული მკვლევრის სტატუსით 2015 წელს მუშაობდა აშშ-ის კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს – ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში.
1993-2004 წლებში საქართველოს კომერციულ ბანკებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას. 2003-2008 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი. 2005-2008 წლებში არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ჟენევა) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, 2005-2009 წლებში კი – “ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს” სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარედ.
2006 წლიდან არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან სრულ პროფესორად. 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის აკადემიას, ხოლო 2009-2010 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება; მცირე ბიზნესი; მეწარმეობა; საქართველოს კომეციული საბანკო სექტორი; სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა; საბჭოთა კავშირის ეკონომიკა; საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ეკონომია; ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია

About

Research interests