გიორგი ბასილაია

enka

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით

უნივერსიტეტის მართვაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი

დეტალები

შესახებ

გიორგი ბასილაიამ 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა ტექნიკისა და ტექნოლოგიების ბაკალავრის ხარისხი ინფორმატიკაში, სპეციალობით კომპიუტერული სისტემები და ქსელები. 2007 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგისტრის ხარისხი. 2002 წლიდან მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრად, 2006-2012 წლებში კი – სეისმური მონიტორინგის ცენტრში სეისმური და გეოფიზიკური ქსელების სამსახურის უფროსად. ინჟინრის სტატუსით მონაწილეობდა 10-ზე მეტ საერთაშორისო გრანტში, ასევე – მრავალ სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში.

2011 წლიდან მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შექმნაში და დღემდე უძღვება რამდენიმე სასწავლო კურსს. 2012 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად. ამჟამად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტია საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტინგი, კომპიუტერული არქიტექტურა, კომპიუტერული ქსელები, გეოფიზიკა, გარემოს კომპლექსური მონიტორინგი, სეისმოლოგია

About

Research interests