გიორგი დალაქიშვილი

enka

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ასოცირებული-პროფესორი

აბასთუმნის ასტეოფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი

შესახებ

გიორგი დალაქიშვილმა 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი. 2005 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა პლაზმის ფიზიკის მიმართულებით. 2003-2005 წლებში მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 2007-2010 წლებში სწავლობდა დოქტორანტურაში ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტსა (Katholieke Universiteit Leuven) და რურის ბოხუმის უნივერსიტეტში (Ruhr-Universit¨at Bochum), SOLAIRE–ს კვლევისა და სწავლების პროგრამის ფარგლებში. დოქტორანტურის დამთავრებისას, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ მას მიენიჭა მეცინიერების დოქტორის ხარისხი მათემატიკაში  (PHD)  ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (Dr.rer.nat.) რურის ბოხუმის უნივერსიტეტის, ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტის მიერ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ასტროფიზიკა, მზის ფიზიკა, ახლო კოსმოსის ამინდი, დედამიწის ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა, მაგნიტოჰიდროდინამიკა

About

Research interests