გიორგი ხიშტოვანი

enka

ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირება, ასოცირებული პროფესორი

ასოცირებული პროფესორი

დეტალები

შესახებ

გიორგი ხიშტოვანი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მისი სადისერტაციო ნაშრომი მიმოიხილავს 2003-2012 წლებში საქართველოში მართვის სტრუქტურების ტრანსფორმაციას. აგრეთვე, გიორგი ფლობს ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხს (LL.M), ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს (MSc) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხს. გიორგის აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ რვაწლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობის დაწყებამდე, 2015-2016 წლებში, გიორგი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011-2014 წლებში იგი ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2009-2011 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გახლდათ. ამჟამად, გიორგი გახლავთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროგრამებისა და გრანტების ადმინისტრირების, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. ამავდროულად, გიორგის გააჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (მსოფლიო ბანკი, ევროპის საბჭო, UNDP, GIZ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა) დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ტრენერის, კონსულტანტის, მკვლევრის, პროექტების მენეჯერისა და პროექტების კოორდინატორის მრავალწლიანი გამოცდილება.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

• პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფინანსური ბაზრების განვითარება
• პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური ეკონომიკა
• Varieties of Capitalism
• Financial and Economic Development
• სოციალური უზრუნველყოფის სისტემები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
• პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპენსიო და ჯანდაცვის სისტემის რეფორმები
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები
• კომპანიის შეფასების მეთოდები

About

Research interests