გოდერძი დიდებულიძე

enka

საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკა, ასოცირებული პროფესორი

ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის კვლევის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი

შესახებ

გოდერძი დიდებულიძემ 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფიზიკური ჰიდროდინამიკა და 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”წრფივი და არაწრფივი შინაგანი გრავიტაციული ტალღები დედამიწის ატმოსფეროში და მათი გავლენა ატმოსფეროს საკუთარ ნათებაზე”. 1979 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე: დამხმარე მკვლევრად (1979-1982 წწ), უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1983-1992 წწ), უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1992-2007 წწ), მკვლევრად (2007 წლიდან დღემდე). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ატმოსფერული გრავიტაციული ტალღები და მათი გავლენა ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფენებზე; იონოსფეროს სპორადული სტრუქტურები; ატმოსფერული ტალღების გავლენა ზედა ატმოსფეროს მნათი ფენების ყოფაქცევაზე; ზედა ატმოსფეროსა და იონოსფეროს პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილებები და ტრენდები; კოსმოსური ფაქტორის გავლენა ღრუბელთდაფარვის პროცესზე და, შესაბამისად, რეგიონალური და გლობალური კლიმატის ცვლილებაზე. ორმოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორია. არის SCOSTEP საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამების პროექტების – PSMOS (2000-2003 წწ), CAWSES (2004-2008 წწ), CAWSES2 (2009-20013 წწ) და VarSITI (2014 წლიდან) – სამუშაო ჯგუფის წევრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკის მიმართულებით 2007 წლიდან და ხელმძღვანელობს ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის კვლევის სამეცნიერო ჯგუფს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ატმოსფერული ტალღების გენერაცია სხვადასხვა ჰელიო-გეოფიზიკურ პირობებში;
  • რეგიონალური და გლობალური მასშტაბის დინამიური პროცესების გავლენა ატმოსფეროს მნათ ფენებზე;
  • მიწისძვრების და მათი გავლენა ზედა ატმოსფეროს საკუთარ ნათებაზე;
  • სპორადული იონოსფერული E ფენების ფორმირების მოდელი;
  • 5. ქვედა და ზედა ატმოსფერული კავშირების თავისებურებანი კავკასიის რეგიონში;
  • .გეომაგნიტური ქარიშხლები და მისი გავლენა ატმოსფერო-იონოსფერულ კავშირებზე;
  • გალაქტიკური კოსმოსური სხივების გავლენა ატმოსფეროს სტრუქტურაზე;
  • კლიმატის ცვლილების გავლენა ატმოსფეროსა და იონოსფეროს პარამეტრების; გრძელვადიან ცვლილებებზე;
  • კლიმატის ცვლილების კოსმოსური და ანტროპოგენური ფაქტორები.

About

Research interests