გურამ ყიფიანი

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი. არქეოლოგიის მიმართულება. სრული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სრული პროფესორი, ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოურბანული კვლევების ლაბორატორია.

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

გურამ ყიფიანმა 1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1973 წლიდან მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1992 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძრები და ქართული ქრისტიანული არქიტექტურის წარმოშობის საკითხები“. იმავე წლიდან მუშაობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საკითხებში. 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო მიმართულებით.

იყო გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიანტი. კაიროს უნივერსიტეტში გავლილი აქვს კურსი ,,არქეოლოგია, ძეგლთა რესტავრაცია, სამუზეუმო საქმე“. მოხსენებებს კითხულობდა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და კალსრუეს უნივერსიტეტში თემაზე – ,,ანტიკური კლდოვანი არქიტექტურის შესწავლის პრობლემები“.

2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორია. 2007 წლიდან კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, არქიტექტურის ისტორია, კლდოვანი     არქიტექტურა.

About

Research interests