ია შენგელია

enka

შესახებ

ია შენგელიამ 1971 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო გეოფიზიკის ინსტიტუტის მიწისძვრების ფიზიკის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1975-1979 წლებში გაიარა გეოფიზიკის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა და 1981 წელს დაიცვა დისერტაცია გეოფიზიკის განხრით. 1981–1991 წლებში მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური გეოფიზიკური ექსპედიციის მიწისძვრების დინამიკური პარამეტრების ტელესეისმური ინფორმაციის დამუშავების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, 1992-2005 წლებში – გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 2006 წლიდან სეისმური მონიტორინგის ცენტრის თეორიული სეისმოლოგიისა და მოდელირების განყოფილებაში მკვლევრის პოზიციაზე. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში სეისმოლოგიის განხრით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პროექტებში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ფორუმებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წელიდან, ჯერ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, 2014 წლიდან კი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. არის სამოცამდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • გეოფიზიკა;
  • სეისმოლოგია;
  • კერძოდ მიწისძვრების კერის პარამეტრები;
  • სეისმური ტალღები;
  • ძლიერი მიწისძვრის პროგნოზი;
  • სეისმური საშიშროება.

About

Research interests