ირინე დემეტრაძე

enka
არქეოლოგიის მიმართულება, ასისტენტ-პროფესორი

დეტალები

შესახებ

ირინე დემეტრაძემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სადიპლომო ნაშრომი დაიცვა არქეოლოგიაში. 1987-2003 წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. მონაწილეობდა სხვადასხვა არქეოლოგურ ექსპედიციაში. 1998-2001 წლებში იყო არქეოლოგიური სამსახურის მდივანი.  2003-2008 წლებში მუშაობდა მილსადენების პროექტზე (BTC/SCP Pipelines Company) კულტურული მემკვიდრეობის მეთვალყურედ და მრჩევლად. 2011-2013 წლებში იყო მიწვეული მკვლევარი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში (აშშ). 2014 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „იბერიის კულტურული ლანდშაფტები: ნამოსახლართა მოდელები „მცხეთის ქვეყანაში” ძვ.წ. მესამე-ახ.წ.პირველ საუკუნეებში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე და მიენიჭა არქეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2010 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. 2011-2013 წლებში იყო აშშ-ის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და ტექნიკური ანგარიშის ავტორი და, ასევე, ფულბრაიტის 2015-2016 წლების პოსტსადოქტორო პროგრამის გამარჯვებული, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს მუშაობდა კვლევებზე მიჩიგანის უნივერისტეტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ლანდშაფტის კვლევები
  • ნამოსახლართა სისტემები და მოდელები
  • კავკასია და ელინიზმი
  • რომი და რომაული პერიოდის არქეოლოგია
  • რომაული ექსპანცია სამხრეთ კავკასიაში

About

Research interests

  • ლანდშაფტის კვლევები
  • ნამოსახლართა სისტემები და მოდელები
  • კავკასია და ელინიზმი
  • რომი და რომაული პერიოდის არქეოლოგია
  • რომაული ექსპანცია სამხრეთ კავკასიაში