ირმა ყარაულაშვილი

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიევისტი

მკვლევარი, ლინგვისტურ კვლევათა ცენტრი

დეტალები

ავტორი:

შესახებ

ირმა ყარაულაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის განხრით. სწავლა განაგრძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიევისტიკის ფაკულტეტზე, სადაც  1996 წელს მიენიჭა მაგისტრის წოდება, ხოლო 2004 წელს – დოქტორის ხარისხი (summa cum laude, best dissertation award, 2nd place (2004/5)). 2004-2005 აკადემიურ წლებში იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ელინურ კვლევათა ცენტრის პოსტდოქტორანტი, 2005-2006 წ.წ – პარიზის ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებათა სახლის დიდროს სტიპენდიატი, 2016 წელს კი – რუსთაველის ფონდის მიერ დაწესებულ ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამის სტიპენდიატი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის 2008 წლიდან. 2013-2014  წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით  ლექციებს კითხულობდა მონპელიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ნარატიული წყაროები, ისტორიოგრაფია, ლიტერატურის ისტორია, ჰაგიოგრაფია, აპოკრიფები

About

Research interests