ივანე მურუსიძე

enka

მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტი, ფიზიკის სრული პროფესორი

დირექტორი, გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

ივანე მურუსიძემ 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1983 წელს დაამთავრა მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია თეორიულ და მათემატიკურ ფიზიკაში თემაზე: ”სოლიტონების მიერ დაბალსიხშირული ტალღების გამოსხივება პლაზმაში”. 1984 წლიდან მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში, 1992-2006 წლებში იყო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1995-2000 წლებში კვლევებს ატარებდა თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში იტალიაში (ცენტრის ასოცირებული წევრი). 1999-2002 წლებში მილანის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტში, როგორც მიწვეულმა მკვლევარმა შეასრულა კვლევითი პროექტები ლაზერ პლაზმის ურთიერთქმედების პრობლემებზე, მათ შორის, პროექტი ნატოს ინდივიდუალური გრანტის ფარგლებში. 1998 წლიდან ჩაერთო მიკრობული ფლორის მძიმე მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოტექნოლოგიური პრობლემების კვლევაში ფიზიკის ინსტიტუტში ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიასთან (აშშ) თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებში, რაც უკავშირდება მძიმე მეტალებით დაბინძურებული გარემოს ბიორემედიაციის პრობლემებს. უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში ის აგრძელებს კვლევებს ნანობიოტექნოლოგიის მიმართულებით, რაც მოიცავს არქაე მიკროორგანიზმების მიერ კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების ბიოსინთეზს. 2006-2007 წლებში იულიხის კვლევითი ცენტრის გამოყენებითი მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (გერმანია) ეწეოდა კვლევებს ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედების პრობლემებზე. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 2007-2009 წლებში იყო ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. არის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ნანოსტრუქტურების, დაბალგანზომილებიანი სისტემების და ატომური კლასტერების
სტრუქტურული და ელექტრონული თვისებები;

  • ბაქტერიული და არქაე მიკროორგანიზმების მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოფიზიკა;
  • კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების მიკრობული სინთეზი;
  • ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედება;
  • ულტრაინტენსიური ლაზერული იმპულსების რელატივისტური ოპტიკა პლაზმაში;
  • ლაზერ-პლაზმური ამჩქარებლები;
  • კოჰერენტული სტრუქტურების გენერაცია და დინამიკა არაწრფივ დისპერსიულ გარემოში;
  • კოპიუტერული მოდელირება, ალგორითმები და რიცხვითი მეთოდები.

About

Research interests