კორტ ანდერსონი

enka

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

კორტ ანდერსონმა 1982 წელს დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და 1991 წელს მოიპოვა იელის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1991-1994 წლებში მუშაობდა იელის უნივერსიტეტის ჰოპვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტში მკვლევრად. 1995-1998 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის იმპერიული კოლეჯის პოსტ-დოქტორანტი. 1998-2001 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის ორგანიზმების ბიოლოგიის და ანატომიის დეპარტამენტის მკვლევარი. 2007-2012 წლებში – ინვაზიური სახეობების და მცირე პოპულაციების კვლევითი ცენტრის (CRISSP) თანადირექტორი. 2004-2014 წლებში მუშაობდა აიდაჰოს უნივერსიტეტის მეთევზეობისა და ველური ბუნების დეპარტამენტის ბუნებრივი რესურსების კოლეჯში ასისტენტ-პროფესორად და მკვლევრად, 2001-2014 წლებში კი -ამავე უნივერსიტეტის  კონსერვაციის, ევოლუციური და ეკოლოგიური გენეტიკის დეპარტამენტში  (LCEEG) დირექტორად. ილიას უნივერსიტეტთან  თანამშრომლობს 2015 წლიდან – ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველი მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ბიოლოგიური პროცესების შესწავლის ბიოტექნოლოგია – მათ შორისაა: მოლეკულური ევოლუცია, მოლეკულური ტაქსონომია და მოლეკულური ეკოლოგია, ასევე დნმ-ის შესწავლასთან დაკავშირებული მეთოდების გამოყენება პოპულაციების მონიტორინგისა და სახეობათა იდენტიფიკაციისთვის;
  •  მიქსოზოას კლასის (უმარტივესები) ბიოლოგია – ეს ორგანიზმები მნიშვნელოვანი თევზების სახეობების, მათ შორის კალმახის და ორაგულის ობლიგატური პარაზიტებია და იწვევენ თევზის სერიოზულ დაავადებებს. მათი ტაქსონომია რთული შესასწავლია, რადგანაც ცხოვრების განსხვავებულ სტადიებზე მათი მასპინძლები განსხვავებული სახეობებია. მათი შესწავლის ერთადერთი გზა მოლეკულური მეთოდების გამოყენებაა.
  • ინვაზიური სახეობები, რომლებიც მზარდ საფრთხეს წარმოადგენენ მთელს მსოფლიოში. ეკოლოგიური პროცესები, რომელიც ხელს უწყობენ ზოგიერთი ორგანიზმის აფეთქებად გამრავლებას ახალ გარემოში ნაკლებადაა შესწავლილი. ჩემი კვლევის ფოკუსია დნმ-ტექნოლოგიების გამოყენება ბიოლოგიური ინვაზიების შესწავლისას და ახალი ინვაზიური სახეობების გამოვლენის ტექნოლოგია.

About

Research interests