ლალი შანშიაშვილი

enka

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

დეტალები

შესახებ

ლალი შანშიაშვილმა 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან სწავლა განაგრძო საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ბერიტაშვილის ინსტიტუტის ასპირანტურაში ბიოქიმიის სპეციალობით. 1991 წელს ლალი შანშიაშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000-2008 წლებში იგი თანამშრომლობდა ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ზედაპირების ბიოქიმიის  ლაბორატორიასთან და მოლეკულური შეცნობის ცენტრთან – Collegium Basilea (შვეიცარია). ილიას უნივერსიტეტში მოღვაწეობს დღიდან  მისი დაარსებისა,  2006 წლიდან.

ლალი შანშიაშვილი არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – Journal of Biological Physics and Chemistry (JBPC) http://www.amsi.ge/jbpc/  სწავლული  მდივანი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

მიელინის ფუძე ცილის მუხტით განპირობებული იზომერებისა და მათი პეპტიდების ეფექტები პირველად გლიურ უჯრედებზე; გლუტამატის რეცეპტორები; მაკროფაგების პლასტიურობა; ცილა-ლიპიდური ურთიერთობები; აპოპტოზი; იმუნური უჯრედების მეტაბოლური დარღვევები გენეტიკური დაავადების – კისტური ფიბროზის დროს.

კვლევითი ინტერესები/დოქტორანტების შესაძლებელი კვლევითი თემები:

ციტრულინირებული მიელინის ცილების როლი ნეიროანთებითი დაავადებების პათოგენეზში; მაკროფაგთა პლასტიურობა.

About

Research interests