ლია მაისურაძე

enka

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ბიომედიცინის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

სამეცნიერო ინსტიტუტი: ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია

დეტალები

შესახებ

ლია მაისურაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წელს ქ. ბაქოში (აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ა. კარაევის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 2003 წელს კი – ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია) სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პარადოქსული ძილის დეპრივაციის ნეიროფიზიოლოგიური, ნეიროეთოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი“, და მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი სპეციალობით “ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია”  .  მუშაობდა ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში). 1989 წელს გაიარა სტაჟირება ბერლინში, ჩარიტეს კლინიკის ძილის კვლევის განყოფილებაში (ამჟამად Interdisciplinary Center of  Sleep Medicine, Charite Clinic, Berlin),  2007 წელს კი ქ. ბლენკენბერგეში გაიარა ტრენინგი: ძილის ბელგიური კურსი. ძირითადი კვლევითი საკითხებია: ძილის დეპრივაციის თანმდევი ეფექტები, ძილის სტადიებისა და მეხსიერების ურთიერთკავშირი, საქართველოში ძილის ჩივილების გავრცელება. თითქმის სამი ათეული წელია,  აქტიურად არის  ჩართული ძილის კვლევაში; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი პუბლიკაცია და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. არის სამეცნიერო ჟურნალის – “The Open Sleep Journal”  – სარედაქციო კოლეგიის წევრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან. 2010 წლიდან ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას თენგიზ ონიანის ძილ-ღვიძილის შემსწავლელ ლაბორატორიაში.  2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.2015 წელს მიღებული აქვს ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაციაციის საპატიო ჯილდო .

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ძილის ფიზიოლოგია: ძილის ფუნქციური დანიშნულება
  • ძილ-ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები
  • ძილის სტადიების სრული და შერჩევითი დეპრივაციის გავლენა თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაზე
  • ძილი და მოტივაციურ-ემოციური პროცესები
  • დასწავლა/მეხსიერებისა და ძილის ურთიერთკავშირი
  • ზოგიერთი ფსიქონევროლოგიური დაავადების თანმხლები ძილის დარღვევების კვლევა და მათი პრევენციის ქიმიური და არაქიმიური სტრატეგიის შემუშავება
  • სტრესი და ძილი
  • ძილის რეჟიმი/ჩვევები და ძილის დარღვევების გავრცელება საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში

About

Research interests