მაია ახალკაცი

enka

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და საინჟინრო ფაკულტეტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

მაია ახალკაცმა 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისფაკულტეტი. 1986 წელს კომაროვის სახელობის ბოტანიკურ ინსტიტუტში (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბოტანიკის თემაზე – „Urticaceae-ს ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის ტრიქომების ულტრასტრუქტურა“. 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში და 2002 წლიდან არის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების გამგე. 1997-2011 წელს იყო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“, თავმჯდომარე. 1997 წელს პოსტ-დოქტორანტის სერტიფიკატის კურსი ჩატარდა მეცნიერთა გაცვლის საერთაშორისო ფონდში (IREX), პორტლანდის უნივერსიტეტი, პორტლანდი, ორეგონი, აშშ. 1997-1999 წლებში ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდია, ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია. 1997 წლიდან აშშ-ისდა გერმანიის ბოტანიკური საზოგადოების წევრი. 2006 წელს დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სტატუსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში – „მცენარის რეპროდუქციული სტრატეგიის სტრუქტურულ-ფუნქციური ასპექტები“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან. 2015 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბჭოს წევრი და საქართველოს ბოტანიკური თანასაზოგადოების დამფუძნებელი.

ძირითადი კვლევითი საკითხებია: მცენარეთა ანატომია, მორფოლოგია და რეპროდუქცია, ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა გენეტიკური რესურსები და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 88 სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • მცენარეთა ანატომია
  • მცენარეთა მორფოლოგია
  • მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლოგია
  • ბიომრავალფეროვნება
  • მცენარეთა კონსერვაცია
  • მცენარეთა გენეტიკური რესურსები
  • მცენარეთა ველური მონათესავე სახეობები
  • მცენარეთა ჯიშების მოშინაურება
  • სამკურნალო მცენარეები
  • მიკროსკოპია

About

Research interests

  • მცენარეთა ანატომია
  • მცენარეთა მორფოლოგია
  • მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლოგია
  • ბიომრავალფეროვნება
  • მცენარეთა კონსერვაცია
  • მცენარეთა გენეტიკური რესურსები
  • მცენარეთა ველური მონათესავე სახეობები
  • მცენარეთა ჯიშების მოშინაურება
  • სამკურნალო მცენარეები
  • მიკროსკოპია