მაია ჩარკვიანი

enka

არქეოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მკვლევარი

დეტალები

შესახებ

მაია ჩარკვიანმა 1987  წელს  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ისტორიის  ფაკულტეტი. 1979-1984 და 1990-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, 1984-1990 წლებში კი – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის სამეცნიერო და სასწავლო-პოპულარული პროგრამების რედაქციაში. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა თბილისისა და მისი ქვეყნის (1979-1984 წწ.), სამცხის ანტიკური ხანის (1990-2002 წწ.), ვალეს (2003-2004 წწ.), წალკის (2004-2005 წწ.), თერჯოლის (2006 წ.), ხოვლეს (2008 წ.), გრაკლიანის გორის (2011 წ.), ქსნის (2013-2015 წწ.) და სხვ. არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 2009-2014 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ქვემიმართულების მოწვეული ლექტორი. მისი ხელმძღვანელობით მზადდება სამაგისტრო ნაშრომები. გამოქვეყნებული აქვს 15 ნაშრომი. არის ჟურნალის „არქეოლოგიური ძიებანი საქართველოში“ და კრებულის „იბერია-კოლხეთი“ (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) რედკოლეგიის წევრი.

მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში

„არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და პერსპექტივები“, თბილისი, 2002 წ.

„მსოფლიო კულტურულ-ისტორიული პროცესი და საქართველო“, თბილისი, 2003 წ. მიღებული აქვს სამეცნიერო გრანტები:
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი: „საბრძოლო საქმე და შეიარაღება იბერია-კოლხეთში (გამოკვლევა და კატალოგი)“, 2015-2017 წწ. N FR/387/1-60/14 (მეცნიერი).

• საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო გრანტი:

  •  „არქეოლოგიური ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“, 1997-1999 წწ. პროექტის N 19.23 (მონაწილე).
  •  „აბრეშუმის გზის საკომუნიკაციო სტრუქტურები“, 2001-2002 წწ. პროექტის N 19.27 (მონაწილე).
  • „საომარი იარაღი და ფორტიფიკაცია ანტიკური ხანის საქართველოში“, 2002-2003 წწ. პროექტის N 19.29.01 (მონაწილე).
    • „ღია საზოგადოება – საქართველოს“ გრანტი:
    • „გუჯარეთის არქეოლოგიური ძეგლები“, 1999 წ., პროექტის N CHC/10/99. (პროექტის ავტორი).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

კოლხეთის,   ლაზიკის   და   ქართლის   სამეფოს   არქეოლოგიური   კვლევა;   არქეოლოგიის ისტორია; იკონოგრაფია

About

Research interests