ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ბიზნეს ინგლისურისა და აკადემიური ინგლისურის სწავლების მიმართულებით 





მაია როგავამ 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (კვალიფიკაცია: ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და 1983 წელს მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უცხო ენათა ინსტიტუტში (ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰუმანიტარული პროფილის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ლინგვო-სტილისტური ანალიზი“. ასპირანტურაში სწავლის დროს და დაცვის შემდეგ (1980-1990) გამოქვეყნებული აქვს რიგი სტატიებისა სამეცნიერო ლიტერატურის სტილისტური თავისებურებების შესახებ.

მაია ასწავლის ინგლისურს 1984 წლიდან: ეს არის ზოგადი ინგლისური, ინგლისური პროფესიული და აკადემიური მიზნებისთვის და კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამები. მან 1997, 1999 წლებში მიიღო ინგლისურის, როგორც უცხო ენისა და ბიზნეს ინგლისურის მასწავლებლის საერთაშორისო კვალიფიკაცია (IH London; LCCI Cert TEB).

1997 წლიდან თანამშრომლობს  ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. 2012 წლიდან  – მათი კონსულტანტია ინგლისური ენის სწავლების პროექტებში და ტრენერია პროფესიული ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებში. 2010 წლიდან 2023 წლამდე, კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდების საუბრის ნაწილში გამომცდელია (PET, FCE).  ამავდროულად, ინგლისური ენის მასწავლებელთა საქართველოს და საერთაშორისო ასოციაციების (ETAG, IATEFL) წევრია (კონფერენციების მონაწილე, მომხსენებელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, მოდერატორი და სადისკუსიო სესიების მონაწილე, რეცენზენტი); ასევე, აკადემიური წერის სწავლების საერთაშორისო  ასოციაციის (EATAW), საერთაშორისო და ევროპის აკადემიური წერის ცენტრების ასოციაციის (IWCA და EWCA) წევრია. მაია, გამოცდების ეროვნულ ცენტრის გამომცდელიცაა; ხოლო 2016 წლიდან, იგი საერთაშორისო აკადემიური რეფერირებადი ჟურნალის Online Journal of Humanities  სარედაქციო საბჭოს წევრია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2010 წლიდან. ჯერ ბიზნეს ინგლისურის პროგრამების კოორდინატორად და მასწავლებლად, შემდეგ – ბიზნესის ფაკულტეტის (ამჟამად ბიზნესის სკოლის) პროფესორი ხდება; იგი ასრულებდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის მოვალეობას, ხოლო ამჟამად ბიზნესის, ტექმოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს წევრია.

2014 წელს დაინიშნა უნივერსიტეტში ახლად შექმნილი აკადემიური წერის ცენტრის დირექტორად და დღემდე ასრულებს ამ მოვალეობას; 2018 წლიდან დღემდე იგი ასევე ზოგადი მოდულის ინგლისურის სწავლების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელია. იგი ასევე ხელმძღვანელობს უნივერსიტეტში პროფესიული და აკადემიური ინგლისურის სწავლების პროგრამებს (Legal English, Business English, Academic English) და ინგლისურ ენაში საუნივერსიტეტო გამოცდების პროცესს.

 

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • პროფესიული (ბიზნესი, სამართალი) ინგლისურის სასწავლო პროგრამების და მასალების შექმნა და სწავლების თავისებურებები;
  • ტექნოლოგიის როლი პროფესიული ენების (ბიზნესი, სამართალი) სწავლების პროცესში;
  • შინაარსისა და ენის ინტეგრირების საკითხები უმაღლეს სასწავლებელში ინგლისურ ენაზე სწავლების დროს;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის პროგრამებისა და მასალების შექმნა, სასწავლო პროცესის ეფექტიანობა;
  • აკადემიური წერის ცენტრის ფუნქციონირებისა და მასწავლებლების, კონსულტანტების/ტუტორების მომზადების საკითხები;
  • უკუკავშირი, მისი ფორმები; უკუკავშირი და ტექნოლოგია;
  • აქტიური სწავლება, ამობრუნებული საკლასო ოთახი და ენის სწავლების სხვა თანამედროვე მეთოდები;
  • მასწავლებელთა (ინგლისური ენა, აკადემიური წერა) უწყვეტი პროფესიული განვითარება;
  • აკადემიური უნარების (წერა, კითხვა, კრიტიკული აზროვნება) სწავლება საშუალო სკოლებში.

ზოგიერთი პუბლიკაცია:

  • 2022 ივლისი – „Tiny Seeds Grow into Mighty Trees: the Case of the Centre for Academic Writing at Ilia State University“- ევროპის აკადემიური წერის ცენტრების საერთაშორსიო კონფერენციის აბსტრაქტების კრებული
  • 2018 – “A Pilot English-Georgian Glossary of EU Legal Terminology” – ევროკავშირის საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასების პროექტის ENPI/2015/357-121 ფარგლებში – თანაავტორი: პროფესორი სარა  კოკი – ონლაინ პუბლიკაცია http://matsnedictionary.gov.ge/?cult=en-US – თბილისი
  • 2017-2018 – სახელმძღვანელო ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისთვის’ (198 გვ.) – რედაქტირება და ნაწილობრივი თარგმნა; და შესავალი სახელმძღვანელო ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისთვის (45 გვ.) – რედაქტირება და ნაწილობრივი თარგმნა;
  • 2010 – XV TESOL – უკრაინა – საკონფერენციო შრომები: წერის საკითხები ინგლისური ენის სწავლების პროცესში;
  • 2007 – 2008 სამი 20-საათიანი კურის ინგლისური სასტუმროს პერსონალისთვის, მიმტანებისთვის და ბარმენებისთვის მანანა რუსიეშვილთან ერთად;
  • 2007 – 2008 40 საათიანი ბიზნეს ინგლისურის მასწავლებელთა მოსამზადებელი კუესი – მანანა რუსიეშვილთან და ჯონ სკაფიდისთან ერთად;
  • 2002 – ბიზნეს ინგლისურის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებელბისთვის – Success in Business – (ავტორები: მაია როგავა, მარინა თევზაია, ნინა ბესტაევა). – თბილისი: დიოგენე;
  • 2002 – ვთარგმნე ინგლისურიდან დენ ბრაინის და ვინჩის კოდი – გამომცემლობა: პეტიტი. 2018 წელს წიგნი ხელმეორედ გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სადოქტორო კოლოკვიუმი 1;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 3;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 4;
  • წერის კურსი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნებისთვის;
  • აკადემიური წერა (ENG)
  • აკადემიური ინგლისური
  • აკადემიური კითხვა
  • ინგლისური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის
  • ბაკალავრიატი (ინგლისურენოვანი)
  • ბიზნესინგლისური (C1)
  • მაგისტრატურა
  • აკადემიური ინგლისური
  • აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე
  • დოქტორანტურა
  • სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურ ენაზე (მეორე სასწავლო წელი, შემოდგომის სემესტრი)
  • ბაკალავრიატი (ინგლისურენოვანი)
  • ბიზნესინგლისური (C1)
  • მაგისტრატურა
  • აკადემიური ინგლისური

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

  • 2015– How to prepare for ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მასწავლებლებისთვის მომზადებული 10 საათიანი კურსი. ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსება.
  • 2012– How to prepare for IELTS . მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი 10 საათიანი კურსი. ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსება.
  • 2011– How to prepare for მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი 10 საათიანი კურსი. ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსება.
  • 2007-2008 – Business English for ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული 40-საათიანი კურსი, რომელიც ჩართულია საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ყოველწლიურ პროგრამაში. პროგრამის მიხედვით, ჩატარდა 4 კურსი თბილისში და ერთი ბათუმში.