მალხაზ თორია

enka

ისტორიის დოქტორი (PhD), ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულება, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

დირექტორი, მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი; შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი

დეტალები

შესახებ

მალხაზ თორია დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს სოხუმში.  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო  (PhD) დისერტაცია თემაზე „დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში“ („ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიული ტრადიციის მიხედვით). 2006-2008 წლებში იგი ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD, OSF, Fulbright, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე  ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში, როგორებიცაა : Central Europena University (ბუდაპეშტი, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი, გერმანია), The New School for Social Research (ნიუ იორკი, აშშ), The Harriman Institute, Columbia University (ნიუ იორკი, აშშ);  UC Berkeley (ბერკლი, აშშ), Mount Holyoke College (საუთ ჰედლი, აშშ),   Humboldt University (ბერლინი, გერმანია).  მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა  სხვადახვა  აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

მალხაზ თორიას  სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ისტორიული აზროვნება და დისკურსი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოში, ასევე  მეხსიერების პოლიტიკა,  წარსულის ინსტრუმენტალიზაცია  და კონფლიქტები პოსტსაბჭოთა საქართველოში; რუსული და საბჭოთა იმპერიული მემკვიდრეობების როლი საქართველოში  ეთნიკური და კულტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში;  თანამედროვე აფხაზეთში გამყოფი  მიჯნების/საზღვრების, „განდევნისა“ და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა; საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილების მეხსიერებები

About

Research interests