მანანა ნემსაძე მგალობლიშვილი

enka

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი; ნეირობიოლოგიის პროფესორ-ემერიტუსი

დეტალები

შესახებ

მანანა მგალობლიშვილმა-ნემსაძემ 1967 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით. 1970 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებებში თემაზე: „ნუშისებრი კომპლექსის როლი მოტივაციურ-ემოციური ქცევისა და ხანმოკლე მეხსიერების რეგულაციაში“. 1971-2011 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1999 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ამიგდალას როლი თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში“ და, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორის (2006-2008), სრული პროფესორის (2008-2010) და პროფესორ-ემირიტუსის (2010 წლიდან დღემდე) აკადემიურ თანამდებობებზე. გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიური საფუძვლების შესწავლა;
  • თავის ტვინის ზოგიერთი სტრუქტურის როლის შესწავლა თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში;
  • ზოგიერთი ფსიქო-ნევროლოგიური დარღვევისა და ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურას შორის ურთიერთქმედების შესწავლა და დარღვევების კორექციის გზების ძიება;
  • მოტივაციურ-ემოციური რეაქციების, დასწავლისა და მეხსიერების პროცესების ნეირობიოლოგიური მექანიზმების შესწავლა ძილ-ღვიძილის ციკლის სხვადასხვა ფუნქციურ მდგომარეობაში.

About

Research interests