მანანა ითონიშვილი

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ხელოვნების და კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

შესახებ

მანანა ითონიშვილი 1989-2010 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საავტორო ტელევიზიის კათედრის გამგედ, იყო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მიჰყავდა სალექციო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში; 1995-2003 წლებში იყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის გამგე და აჭარის ტელევიზიის კონსულტანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია „საქართველოს“ კონსულტანტად (2008- 2012), ტელეკომპანია „იმედის“ ტელესაეთერო ოსტატობის კონსულტანტად (2003-2009), ტელეკომპანია „ტაბულასა“ და „ტვ-პირველის“ ტელესაეთერო ოსტატობის კონსულტანტად. 2008 წლიდან დღემდე „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელესაეთერო ოსტატობის კონსულტანტია. 2009 წლიდან უძღვება სემინარებს რიტორიკის მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2010 წლიდან დღემდე. მიჰყავს სალექციო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. მისი ხელმძღვანელობით სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა 18 მაგისტრანტს მედიამიმართულებით. არის 4 მიმდინარე სადოქტორო თემის ხელმძღვანელი, რამდენიმე წიგნის რედაქტორი და რამდენიმე წიგნის/რეფერატის მთარგმნელი მედიამიმართულებით. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

რიტორიკა, საჯარო გამოსვლები, ბიზნესმოლაპარაკებები, მედიაკომუნიკაციების სახეები

About

Research interests