მზია ჟვანია

enka

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტი; ნეირობიოლოგია; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; სრული პროფესორი

სრული პროფესორი; ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

მზია ჟვანიამ 1972 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით – „ციტოლოგია და ჰისტოლოგია“, 1975 წელს – თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით – “ფრანგული ენა“,  1978 წელს კი – სსრკ სამედიცინო აკადემიის ტვინის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურა სპეციალობით „ნეიროანატომია. თავის ტვინის ულტრასტრქტურა“. 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თავის ტვინის პროექციულ და ასოციაციურ ველებში პროექციული, ინტრაჰემისფერული და ინტერჰემისფერული კავშირების სინაფსოარქიტექტონიკა“, 1996 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰიპოკინეზიის ფორმების გავლენა ვირთაგვას თავის ტვინის ლიმბური, ექსტრაპირამიდული და ნეოკორტიკალური უბნების აღნაგობაზე“. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ტრენინგებსა და კვლევებში პრაღის უნივერსიტეტში (ელექტრონულ-მიკროსკოპული იმუნოციტოქიმია), ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ტვინის ინსტიტუტში (ელექტრონული მიკროსკოპია),  ფინეთის კუოპიოს უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში (ეპილეფსიის კვლევები),  აშშ-ის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოლეკულური ნეიროენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი). ძირითადი კვლევითი საკითხებია: თავის ტვინის ნატიფი აღნაგობა ნორმისა და პათოლოგიების დროს (ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმის ეფექტი, სხვადასხვა ადიქციური ნივთიერების ქრონიკული მოხმარების მყისიერი და შორეული ეფექტები, სტრესის და ჰიპოკინეზიის სხვადასხვა ფორმის ეფექტი), და ნეირონში სეკრეტორული პროცესების მოლეკულური და ნანოთავისებურებები. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო შრომა. მოწვეული პროფესორია საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე არის აშშ-ის ვურსტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის აფილირებული წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ნეირომეცნიერება;
  • ნეიროჰისტოლოგია, ნეიროციტოლოგია, ნეირონის ულტრასტრუქტურა;
  • ნანონეირომეცნიერება;
  • უჯრედის ბიოლოგია (ციტოლოგია);
  • სეკრეტორული პროცესები ნეირონში (პოროსომას აღნაგობა და მოლეკულური შემადგენლობა);
  • ფუნქციური ნეიროანატომია;
  • ნანობიოლოგია/ნანომედიცინა;
  • ცოცხალი უჯრედის (ნეირონის) ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპია
  • უნივერსიტეტებში მეცნიერების სწავლების უახლესი მეთოდები და მიდგომები

About

Research interests