ნატო ჯორჯიაშვილი

enka

შესახებ

ნატო ჯორჯიაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიენიჭა გამოყენებითი მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2000 წელს კი დაამთავრა იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 1999 წელს დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია მათემატიკური კიბერნეტიკის განხრით. 2004 წლიდან მუშაობს სეისმოლოგად ჯერ გეოფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ სეისმური მონიტორინგის ცენტრში. 2006 წელს მიიღო იაპონიის მშენებლობის კვლევის ინსტიტუტის ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის მაგისტრის ხარისხი. მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევებში სეისმოლოგიის განხრით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. გაიარა საერთაშორისო ტრენინგები საფრანგეთსა და იაპონიაში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ფორუმებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია 2008 წელიდან. გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

გეოფიზიკა, სეისმოლოგია, კერძოდ გრუნტის რხევის დაცხრომის მოდელების შემუშავება კავკასიის რეგიონისათვის, მიწისძვრების სტატისტიკური ანალიზი, სეისმური საშიშროების ანალიზი და მასთან დაკავშირებული განუზღვრელობის შეფასება.

About

Research interests