ნიკოლოზ ყაველაშვილი

enka

პროფესორი, ბიზნესის სკოლა

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

ნიკოლოზ ყაველაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბინგჰემტონი) მაგისტრატურა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით, 2013 წელს კი მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2016 წლის დასაწისამდე იყო ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. მანამდე, 5 წლის განმავლობაში, იკავებდა ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს პროექტის – რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს (ფონდი მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებას რეგიონულ მცირე და  საშუალო საწარმოებში სარისკო კაპიტალის ინვესტირების გზით). ასევე იყო „ბედმინსტერ კაპიტალ მენეჯმენტის“ ვიცეპრეზიდენტი და დირექტორი საქართველოში (ეს ორგანიზაცია მართავდა USD 200 მილიონიან საინვესტიციო ფონდს, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის მთავრობის საგენტო Overseas Private Investment Corporation). სხვადასხვა დროს ნიკოლოზ ყაველაშვილი მუშაობდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორად, „კონოკო აჭგაზის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისებში. მას გავლილი აქვს სტაჟირება გაეროს ცენტრალურ ოფისში ნიუ-იორკში (აშშ).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ფინანსები, საბანკო საქმე, ფასიანი ქაღალდების პორტფოლიოს მენეჯმენტი, განვითარების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა, მონეტარული პოლიტიკა

About

Research interests