ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, არქეოლოგიის მიმართულება, მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი

არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ფაკულტეტთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი ბავშვობიდან მონაწილეობდა ძველი ქვის ხანის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციებში დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში მამასთან ერთად, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ექსპედიციებს. მან 1993 წლიდან გადაიბარა რიონ-ყვირილას-აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიცია და მას ხელმძღვანელობს დღემდე.
ამ ექსპედიციამ, 1996 წლიდან პირველად საქართველოში დაიწყო ოფიციალური თანამშრომლობა ჰარვარდისა და ჰიბრიუს (ისრაელი) უნივერსიტეტებთან და განახორციელა 6-წლიანი კვლევითი პროექტი.
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი და მისი ჯგუფი (სხვადასხვა შემადგენლობით) მუდმივად თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს ისეთ სამეცნიერო ცენტრებთან ერთად, როგორებიცაა: კონექტიკუტის, ოქსფორდის, ტარაგონას უნივერსიტეტები, დიდი ბრიტანეთისა და პარიზის ბუნების მუზეუმები და სხვ.
მისი ინიციატივით, 2016 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი ყაზახეთის ალმათის უნივერსიტეტთან; ასევე, მომზადებულია მემორანდუმი ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტთან.
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა 2014 წელს დაიწყო ახალი კვლევები კახეთის ტერიტორიაზე. მის მიერ აღმოჩენილი ძეგლი „ზიარი 2“ მიჩნეულია 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენად. ამ ძეგლზეც მიმდინარეობს საერთაშორისო კვლევები.
მის მიერ აღმოჩენილია 30-მდე ახალი ძეგლი, რომლებიც საჭიროებს შესწავლას.
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები მუდმივად ქვეყნდება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში. იგი მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებზე სხვადასხვა სტატუსით (მონაწილე, თანაორგანიზატორი და სხვ.). სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებსა და მოხსენებებს ბრიტიშ პეტროლეუმის სათაო ოფისში (ლონდონი), მასარიკის, ვარშავის უნივერსიტეტებში და სხვ. მისი სალექციო კურსები, ძირითადად, ეხება ძველი ქვის ხანის კვლევებს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ძველი ქვის ხანის არქეოლოგია, პალეონტოლოგია, პალეოგეოგრაფია, პალეოგარემო

About

Research interests