ნინო აბაკელია

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი; კულტურის კვლევების მიმართულება; კულტურული ანთროპოლოგიის ასოცირებული პროფესორი

დეტალები

შესახებ

ნინო აბაკელიამ 1973 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენა და ლიტერატურა). 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”მითი და რიტუალი დასავლეთ საქართველოში”, 1997 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში”. 1974-2010 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში (2006 წლიდან, როგორც ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი); 1993-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ატარებდა ლექციებს მითოლოგიასა და რელიგიების ისტორიაში როგორც მოწვეული პროფესორი. აწარმოებდა კვლევას ანთროპოლოგიაში მის მიერ შერჩეულ სფეროში ოქსფორდის უნივერსიტეტში 2009 წლის ჰილარის სემესტრში (7 იანვრიდან 25მარტამდე), მონაწილებდა სემინარებსა და ლექციებში და წარმოადგინა კვლევის შედეგები ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და ინტერნაციონალური გენდერული კვლევის ცენტრის სემინარებზე). მონაწილეობდა პოსტსაბჭოთა საზოგადოებების მეცნიერთათვის ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ RESET-ის (2010-13 წწ.) პროექტში, რომელიც ეხებოდა „რელიგიისა და სეკულარიზმის კვლევებში ანთროპოლოგიურ მიდგომებს“. 2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. არის ოთხმოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის – მათ შორის სამი მონოგრაფიისა და ორი კოლექტიური მონოგრაფიის – ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

მითისა და რიტუალის მიმართება, სიმბოლო კულტურაში, კულტურა როგორც ტექსტი, კოლექტიური მეხსიერება და კულტურული იდენტობა, საკრალური სივრცეების კონსტრუქცია, საკრალური და სეკულარული, ხალხური დღესასწაული, რელიგიური სიმბოლიზმი და სოციალური ქცევა, ურბანული ანთროპოლოგია.

About

Research interests