ნინო ჯავახიშვილი

enka

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

პროფესორი ნინო ჯავახიშვილი არის პროფესიონალი ფსიქოლოგი სოციალურ მეცნიერებებში სწავლებისა და კვლევის ოცდახუთწლიანი გამოცდილებით. მან სწავლებისა და კვლევის გამოცდილება მიიღო შემდეგ უნივერსიტეტებში: ოქსფორდის  (1996-1997), ჰეტფილდის (1999), დიდი ბრიტანეთი; საარლანდის (2002, 2009, 2011),  გერმანია; რატგერსის (2009), კალიფორნიის ლოს ანჟელესის (2005-2007), შეერთებული შტატები; ვასედას (2010), იაპონია. სამაგისტრო კურსებისა და მოხსნებებისათვის პროფესორი ჯავახიშვილი მიიწვიეს ვენის (ავსტრია), ტუშას (იტალია), ჰელსინკის (ფინეთი), გრანადის, (ესპანეთი), გლაზგოს (დიდი ბრიტანეთი), პარიზის დიდროს (საფრანგეთი), თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტებში. პროფესორი ჯავახიშვილი ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და  უძღვება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამას. ნინო ჯავახიშვილი 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია. პროფესორი ჯავახიშვილი თანამშრომლობს და რეკომენდაციების აწვდის ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საციალური მომსახურების სააგენტო, World Bank, USAID, SIDA, UNIFEM/UN Women, UNFPA, EBRD და სხვები.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგია; გენდერის კვლევები, ძირითადად გენდერული ძალადობის კუთხით.

About

Research interests