ნინო კირვალიძე

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ანგლისტიკა–ამერიკანისტიკის
მიმართულების სრული პროფესორი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

ნინო კირვალიძემ 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი ინგლისური და ესპანური ენების სპეციალობით. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ინგლისურ ენაში მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (Habilitation thesis) მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში, რის საფუძველზეც მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი გერმანიკული ენების სპეციალობით. 1995 წელს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო–პედაგოგიური წოდება ინგლისურ ენაში.
1970 წლიდან ნინო კირვალიძე მუშაობდა უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, დოცენტად და ბოლოს – პროფესორად. 2004 – 2006 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანულ–გერმანიკული ფილოლოგიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად ანგლისტიკა–ამერიკანისტიკის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის ორი მონოგრაფია) და ორი სახელმძღვანელო ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ექვსი დისერტაცია ანგლისტიკაში. 2002–2004 წლებში იყო სულხან–საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, 2004–2006 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. ამჟამად მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სადისერტაციო საბჭოების მუშაობაში. ილიას უნივერსიტეტის სახელით მოხსენებებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციებზე მადრიდში, ბარსელონაში, პარიზსა და ლონდონში (მისი ყველა გამოსვლა გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებსა და კრებულებში).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

• ტექსტის ლინგვისტიკა
• ტექსტის და დისკურსის ლინგვოკულტუროლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები
• კოგნიტური ლინგვისტიკა (მეტაფორიზაციისა და რეფერენციის პრობლემები)
• სინტაქსური სტილისტიკა

About

Research interests