ნინო მაყაშვილი

enka

ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის მიმართულებით (2017 წლიდან)

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი (2011 წლიდან)

დეტალები

ავტორი:

შესახებ

ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ფსიქიატრის დიპლომით; მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება ილიას სახ. უნივერსიტეტიდან. ის წლების მანძილზე ინტენსიურად იყო ჩართული სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში და, კლინიკური პრაქტიკის გარდა, მუშაობდა ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორებიცაა დევნილები და ლტოლვილები, პატიმრები, მუშაობდა ასევე წამებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე. ბოლო ათწლეულში ნინო ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ გუნდთან ერთად ცდილობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის ხელშეწყობას – პოლიტიკის, პროგრამების, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისა და საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების განვითარების გზით.

ნინო ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს- ცენტრს, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორი ამავე უნივერსიტეტში; 2017 წლიდან იგი შეუერთდა ბიზნეს-სკოლის სადოქტორო პროგრამას თემზე დაფუძნებული მონაწილეობითი კვლევის (community-based participatory research) კურსით.

ნინო  წლების განმავლობაში იყო ჟურნალის “European Journal on Psychotraumatology”სარედაქციო საბჭოს წევრი (2010-2016); ტრავმული სტრესის შემსწავლელი ევროპის საზოგადოების (European Socioaty of Traumatic Stress) გამგეობის წევრი (2009-2013); არის ჯანმრთელობისა და უფლებების საერთაშორისო საზოგადოების  ადამიანის გამგეობის  წევრი. მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  და ევროპის საბჭოს/პომპიდუს ჯგუფი იწვევს ხოლმე,  როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტს. ნინო ხელმძღვანელობს სუპერვიზიისა და კონსულტირების საქართველოს საზოგადოებას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) პოლიტიკა და სისტემები; ფსიქიკური აშლილობების ეპიდემიოლოგია; ადამიანის უფლებებით ინფორმირებული და მტკიცებულებაზე-დაფუძნებული ფჯ დაცვა;  ჯანდაცვის სისტემების კვლევა; ჯანდაცვის სამსახურების ხარისხი, ინოვაციური პროგრამების შეფასება; ასევე, თემები, როგორიცაა: დეინსტიტუციონალიზაცია, სათემო სერვისები, ფსიქოსოციალური დახმარების სტრუქტურა (post-emergency psychosocial care), საჯარო რეფორმები პენიტენციურ და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

About

Research interests