ნინო ჭიაბრიშვილი

enka

შესახებ

ნინო ჭიაბრიშვილმა 1988 წელს დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი. 1999 წელს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა ეკონომიკური აღზრდის შინაარსი და ორგანიზაცია. მუშაობდა თბილისის 126–ე საჯარო სკოლაში (1988–1998), საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში (2003–2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში (2008–2011). 1994 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა დროს კითხულობდა სალექციო კურსებს: დეფექტოლოგიის შესავალი, ბავშვის ფსიქოლოგია, ეკონომიკის სწავლების მეთოდიკა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების მეთოდები, მართვის ფსიქოლოგია, ცოდნის ეკონომიკა, სამოქალაქო განათლება (ზოგადი კურსი), ოჯახური ცხოვრების დინამიკა, მშობლის გზამკვლევი, ინტერკულტურული განათლება.
აქვს ფართო გამოცდილება სამოქალაქო განათლებისა და ეკონომიკის სწავლების მეთოდებსა და ინტერკულტურულ განათლებაში. არის 30-ზე მეტი სტატიისა და ეკონომიკისა და სამოქალაქო ეკონომიკის სახელმძღვანელოების ავტორი/თანაავტორი. ამჟამად ტემპუსის პროექტის – „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისათვის“ (N 530175-TEMPUS-1-2012-1-IL-TEMPUS-JPGR) – ადგილობრივი კოორდინატორია. ასევე, აქტიურად მონაწილეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (FR/382/2-210/13).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • სწავლება სწავლის მეთოდები, ინტერკულტურული განათლება, ურთიერთობების ფსიქოლოგია, ოჯახური ურთიერთობები

About

Research interests