ნოდარ ბახტაძე

enka

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების მიმართულება (ქრისტიანული არქეოლოგია). ასოცირებული პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ასოცირებული პროფესორი

დეტალები

შესახებ

ნოდარ ბახტაძემ 1976 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი სპეციალობით – არქიტექტურის თეორია და ისტორია. 1978-1980 წლებში საქართველოს მეცნ. აკადემიის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი  ქართული ხელოვნების ისტორიასა და არქეოლოგიაში. 1980-2004  წლებში  მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში  ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებს. 1989 წელს, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად  დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქვემო ქართლის კლდის ძეგლები“. 1991-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ინსპექციის სამმართველოს უფროსად. 1996-2001 წლებში მუშაობდა გ. ჩიტაიას სახ. საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.  2004  წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად  დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კლდეში ნაკვეთი ძეგლების გენეზისი და განვითარების გზები საქართველოში“. 1995-2005 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჯერ დოცენტად, შემდეგ კი პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2010 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლების არქეოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა;
  • კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთის და შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიული ძეგლების არქეოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა;
  • ქრისტიანული კულტურის ძეგლების ისტორიული, არქეოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა (ქრისტიანული არქეოლოგია);
  • კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანული მონასტიციზმის ძეგლების ისტორიული, არქეოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა;
  • შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია;
  • სპელესტოლოგიური ძეგლების (ხელოვნურ გამოქვაბულთა კომპლექსების) არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული კვლევა;
  • შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლების წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური კვლევა და კონსერვაცია;
  • სამუზეუმო საქმე;
  •  ხუროთმოძღვრებისა და არქეოლოგიური ძეგლების გრაფიკული ფიქსაცია.

About

Research interests