ქეთევან კუპატაძე

enka

საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქიმიის და ბიოქიმიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი

დეტალები

შესახებ

ქეთევან კუპატაძემ 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით. 1997 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. სამი სასწავლო-ვირტუალური პროგრამის ავტორია ქიმიასა და ბიოქიმიაში. ასევე, ასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორია ქიმიის მიმართულებით. 2011 წელს, რუსთაველის ფონდის დაფინანსებით, მონაწილეობდა ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის ქიმიის დიდაქტიკის კვლევებში.
გარდა ამისა, დაამთავრა მეორადი ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან. 1998-2003 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის დოცენტი, 2003-2005 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის პროფესორი. გარადა ამისა, იყო ამავე უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი და 2000-2005 წლებში ასპირანტურის განყოფილების გამგე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ ფაკულტეტზე, შემდეგ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ამჟამად კი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. კურსებს კითხულობს ქიმიის და ბიოქიმიის მიმართულებით (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ქიმია, ქიმიის დიდაქტიკა, ქიმიის ისტორია.
არის ქიმიის ექსპერტი და ავტორი ინტერნეტგაზეთში „მასწავლებელი“.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ქიმია, ეკოლოგიური ქიმია; ქიმიის დიდაქტიკა, ქიმიის ისტორია;

About

Research interests