რევაზ კორინთელი

enka

დეტალები

კატეგორია:

ავტორი:

შესახებ

რევაზ კორინთელი დაიბადა ქ. თბილისში 1951 წლის 18 ივლისს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1976-1977 წწ. გაიარა ინტერნატურა ფსიქიატრიაში ქ.თბილისის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1978-1982 წწ. მუშაობდა აჭარის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში ექიმ-ფსიქიატრად Bდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში – გემის ექიმად. 1982-2001 წწ. მუშაობდა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ – უფროს მეცნიერ-მუშაკად ნევროზების განყოფილებაში. 1986 წ. მივლინებულია მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფსიქოთერაპიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრაზე ფსიქოთერაპიის კურსის გასავლელად. 1993, 1995-1996 წლებში სწავლობს იუნგის ფსიქოანალიზს ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. 2002 წელს სტაჟირებას გადის ქ.პარიზში ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდისეული კვლევის ასოციაციაში – ანალიტიკური სივრცე – Association de Formation Psychoanalytique et de Recherches Freudiennes L’Espace Analytic), სადაც ეზიარება ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას.

2001 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 1992 წლიდან – საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი, ხოლო 2002 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 2005 წელს ირჩევენ ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ნამდვილ წევრად, ხოლო 2010 წლიდან ამავე ასოციაციის საპატიო წევრია.  

იგი საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ნამდვილი წევრია.

რევაზ კორინთელი არის საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების  წევრი. 1993 წლიდან – წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის გამგეობის წევრი.  

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

სიღრმის ფსიქოლოგია, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია, ფილოსოფია, მითოლოგია და შედარებითი რეალიგია

About

Research interests