შორენა საძაგლიშვილი

enka

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, სოციალური მუშაობის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი

სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალური მომსახურებების და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის დირექტორი

შესახებ

შორენა საძაგლიშვილმა 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ზოგად ფსიქოლოგიაში თემაზე: მშობლების აგრესიულობის როლი ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 2003 წელს დაამთავრა აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტი სოციალურ მუშაობაში სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2014-2015 წელს იყო ამერიკის მთავრობის ფულბრაიტის საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტი. პოსტსადოქტორო კვლევით საქმიანობას ეწეოდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (2014-15), გერმანიის ფრანკფურტის საერთაშორისო პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტში (2008), ნიდერლანდების სამეფოს განათლების ფსიქომეტრიულ კვლევით ინსტიტუტში (2008-09) და ფინეთის ტურკუს უნივერსიტეტში (2015). არის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ხელმძღვანელობდა უამრავ საერთაშორისო თუ სამთავრობო პროექტს სოციალური მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის დახვეწას და განვითარებას. ასამდე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, წიგნის სამეცნიერო მოხსენებისა თუ კვლევითი ანგარიშის ავტორია. მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო აკადემიური, კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის. 1998 წელს მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული მკვლევარებისა და ასპირანტებისათვის განკუთვნილი ჯილდო. სხვადასხვა დროს იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის სოციალური მუშაობის პროგრამის სტიპენდიანტი, აკადემიური განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი და ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესის (ICP-2008) სტიპენდიანტი. აქვს სოციალური პოლიტიკის კონსულტანტის, შეფასების კონსულტანტისა და კლინიკური სოციალური მუშაკის რანგში მუშაობის საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება. საქართველოში სოციალურ მუშაობაში პირველი სამაგისტრო პროგრამისა დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

• ოჯახში ძალადობა
• ოჯახების როლი მოზარდის ჯანმრთელობის ხელშეწყობაში;
• მოზარდის რისკის ქცევები (ადრეული სექსუალური ცხოვრება, სექსუალურად გადამდები დაავადებები, შიდსი, აივ ინფექცია, დაუგეგმავი ფეხმძიმობა და სხვ.);
• მშობელი შვილის კომუნიკაცია;
• აივ ინფექციის პრევენცია
• ინტერვენციის კვლევა;
• ალკოჰოლიზმი და წამალდამოკიდებულება;
• ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები;
• უსახლკარობა;
• სოციალური ფაქტორების, სოციალური ქსელების ზეგავლენა ახალგაზრდებში და რისკის თემებში აივ ინფექციისა და სექსუალურად გადამდები დაავადებების გავრცელებაზე.
• სოციალური მუშაობის განათლება, სწავლა და სწავლება.

About

Research interests