სიმონ სურგულაძე

enka

სოციალური ნეირომეცნიერების პროფესორი

სოციალური და აფექტური ნეირომეცნიერების ლაბორატორიის დირექტორი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

სიმონ სურგულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს, რის შემდეგ გაიარა მომზადება ფსიქიატრიის დარგში და მუშაობდა მ.ასათიანის სახ. ფსიქიტრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფსიქიატრიაში 1985 წელს და სადოქტორო დისერტაცია 1994 წელს.  1995-1996 წლებში მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტატის კვლევითი სტიპენდია და მონაწილეობდა  დეპრესიის საერთაშორისო კვლევაში.  1997 წელს მოიპოვა სამეცნიერო სტიპენდია ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტში კვლევის  ჩასატარებლად, და შემდგომში განაგრძო სამეცნიერო მუშაობა იმავე ინსტიტუტში როგორც ლექტორმა. 2005 წელს სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა აფექტური ნეირომეცნიერების სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ემოციურ პროცესებს ნეიროიმიჯინგის და გენეტიკის მეთოდების გამოყენებით.  2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც დააარსა სოციალური და აფექტური ნეირომეცნიერების ლაბორატორია. სიმონ სურგულაძე ცხოვრობს ლონდონში და მუშაობს ფსიქიატრად მოდსლის საუნივერსიტეტო კლინიკაში (South London & Maudsley NHS Foundation Trust), აგრეთვე კითხულობს ლექციებს და ეწევა სამეცნიერო მუშაობას ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების ინსტიტუტში (King’s College London Institute of Psychiatry, Psychology & Neuroscience).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ადამიანის უმაღლესი ნერვული სისტემის შესწავლა  სოციალურ და ემოციურ პროცესებში ჩართულობის დროს; ემპათია; თვითდაკვირვება; ემოციების რეგულაცია

About

Research interests