თამარ გურჩიანი

enka

სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით

ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი

დეტალები

შესახებ

თამარ გურჩიანმა 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად. 2007-2009 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ინსტრუქტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 2010-2011 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში (აშშ). ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში (აშშ). 2011-2015 წლებში თამარ გურჩიანი სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა კონსულტანტად შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგი და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარება. თამარ გურჩიანი არის „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ბლოგერი და რეგულარულად წერს ადამიანის უფლებების შესახებ.
თამარ გურჩიანი ამჟამად არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამგეობის წევრი: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ორბელიანი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ადამიანის უფლებათა სამართალი, ანტიდისკრიმინაციული სამართალი,
  • ადმინისტრაციული სამართალი, შესავალი სამართალმცოდნეობაში 

About

Research interests