თამარ ლორთქიფანიძე

enka

შესახებ

თამარ ლორთქიფანიძემ 1984 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ციტოლოგია-ჰისტოლოგიის განხრით, 1988 წელს კი – ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 2007 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში და 2011 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა: “ბერგმანის გლიური უჯრედების ლატერალური მორჩების განვითარების დინამიკა, მათი როლი პურკინიეს უჯრედების დენდრიტული ხის ჩამოყალიბებაში“. სხვადასხვა დროს მუშაობდა ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ტვინის ულტრასტრუქტურის ლაბორატორიაში და ბრაუნის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპრატამენტში (როდ-აილენდი, აშშ); ატარებდა სამეცნიერო კვლევებს ნებრასკას სამედიცინო ცენტრში (ომაჰა, აშშ) და ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში (ალბუკერკი, აშშ). ძირითადი კვლევითი საკითხებია: გლია-ნეირონალური ურთიერთობები და პოსტიშემიური ტვინის ულტრასტრუქტურული ანალიზი. გამოქვეყნებული აქვს 22 ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • მოლეკულური ნეირობიოლოგია
  • გლია-ნეირონალური ურთერთობა ნორმასა და პათოლოგიაში
  • ნეიროჰისტოლოგია, ნეიროციტოლოგია, ნეირონის ულტრასტრუქტურა
  • უჯრედის ბიოლოგია (ციტოლოგია);
  • ფუნქციური ნეიროანატომია;
  • დენდრიტული ქაცვების პლასტიურობა

About

Research interests